დედამიწაზე სპორტის 8000 სახეობაზე მეტი არსებობს, რომელთა ნაწილი ძალიან უცნაურია და ადამიანთა მცირე ჯგუფი მისდევს.
1. ბუზკაში
ეს არის აღვანეთის ნაციონალური სპორტი. ცხენზე ამხედრებული მოთამაშეები ცდილობენ ერთმანეთს უთავო და ფეხებდაჭრილი თხა წაართვან და ფინიშამდე მიიტანონ.
2. წყალქვეშა ჰოკეი
ეს არის ჰოკეის თამაშის ადვილი მოდელი. მოთამაშეები ცდილობენ, რომ პატარა ჯოხებით შაიბა მეტოქის კარში გაიტანონ. თუმცა თამაშის საინტერესო ნაწილი ის არის, რომ ყველაფერი წყალქვეშ ხდება.
3. კრივჭადრაკი
სპორტის ეს სახეობა ორი ნაწილისგან, კრივისა და ჭადრაკისაგან შედგება. თითოეული მატჩში არის 11 რაუნდი. გამარჯვება ორ შემთხვევაში შეუძლია მოთამაშეს: მოწინააღმდეგე "ნოკაუტში" უნდა ჩააგდოს ან დააშამათოს ჭადრაკში.
No comments:
Post a Comment